Saturday, August 20, 2011

როგორ მივაბათ (link) ერთი ობიექტი მეორე ობიექტის მწვერვალს (vertex)


შევქმნათ ორი ობიექტი Sphere001 და Sphere002. გადავიყვანოთ მოდელირებად კარკასში: Edit Mesh ან Edit Poly.
გავიგოთ მწვერვალის (vertex) ნომერი: mesh ობიექტისათვის სკრიპტი გამოიყურება ესე: / getVertSelection <mesh> / ხოლო poly ობიექტისტვის ესე:/ polyOp.getVertSelection <Poly poly> /.
 მოვნიშნავთ სასურველ vertex -ს, ვწერთ სკრიპტს MAXScript Listener-ში და ვაწვებით Shift+Enter-ს. ვხედავთ, რომ მონიშნული vertex-ის ნომერი არის 20. (1)
vertex-ის ნომერიეგვიძლია აგრეთვე ამოვიკითხოთ მოდიფიკატორების პანელზე (2).

გადავდივართ motion პანელზე და Sphere002-ის პოზიციის კონტროლერს (Position XYZ), ვცვლით სკრიპტ კონტროლერით (Position Script)












                                             

მასში ვწერთ შემდეგ კოდს:   
dependsOn $Sphere001;
Pos = polyop.getvert $Sphere001 20;














 და ვაწვებით Evaluates.

ამის შემდეგ Sphere002-ი გადაადგილდა და მიება (მიე-link-ა) Sphere001-ის მეოცე მწვერვალს (vertex). მიება მხოლოდ პოზიციის კონტროლერით და არა ტრიალის (Rotation) კონტროლერით.
   P.S. პერსონაჟის სეტაპზე (იგივეა RIGGING) ვინც მუშაობს მან იცის, რაოდენ საჭიროა ესეთი LINK-ის განხორციელება. მაგალითად, შეიძლება მივაბათ ულვაში ან  კბილები  ცხვირს ქვემოთ საჭირო VERTEX-ს.

No comments:

Post a Comment